|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ბრტყელტერფიანობა შეიძლება დამოუკიდებელი დაავადება იყოს ან განვითარდეს ტორსისა და ქვემო კიდურების დეფორმაციის შედეგად. სწორედ ამიტომ, ტერფის დარღვევებს მცირე ასაკიდანვე სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან შესაძლოა ეს პრობლემა სხვა დაავადებების საფუძველი გახდეს. ბრტყელტერფიანობას ახასიათებს: 

  • ტერფის დაგრძელება;
  • გასწვრივი და განივი თაღების გაბრტყელება;
  • წინა ნაწილის შიგნით შებრუნება;
  • ქუსლის გარეთ მიბრუნება; 
  • ადვილად დაღლა;
  • ტკივილი – ტერფის, კოჭ-წვივის სახსარში.

ტერფების დეფორმაციის ხარისხის დასადგენად მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება არ არის საკმარისი, ზუსტი დიაგნოზის დასადგენად ტერფის კომპიუტერული კვლევაა საჭირო. თანამედროვე ტექნოლოგიები ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკის ახალ მიდგომებს გვთავაზობს. ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკის წყალობით დეტალური ინფორმაცია შეგვიძლია მივიღოთ ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მონაცემების შესახებ. კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებელს სთავაზობს ტერფის კომპიუტერული გამოკვლევის სერვისს -  პლანტოგრაფიას, რაც მოიცავს ბაროპოდომეტრიასა და პოდოსკანირებას. ტერფის დიაგნოსტიკას ახდენს უახლესი თაობის იტალიური ბრენდის - Diassu-ს აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ამის საფუძველზე კი ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის შესაძლებელია სპეციალური ინდივიდუალური ღაბაშის (სუპინატორების) დამზადება, რაც ბრტყელტერფიანობისა და ტერფის სხვა პათოლოგიების  კორექციისა და პროფილაქტიკისათვის მაქსიმალურ შედეგს იძლევა.

ავტორი: