ბუდუს ქალაქიდან, ბუდუს უბნიდან - ქუთაისში საგულშემატკივროდ ახალგაზრდობის პარკში იკრიბებიან
საორგანიზაციო ჯგუფი „არა რუსულ რეჟიმს“ საქართველო-ჩეხეთის მატჩის ტრანსლირებას აანონსებს და გულშემატკივრებს ახალგაზრდობის პარკში 16:30 წუთიდან იწვევს.
,,22 ივნისს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონანტზე მეორე მატჩს გამართავს. საქართველო - ჩეხეთი, მატჩის დაწყების დრო: 17:00 სთ. გელოდებით საქართველოს ევროპული მომავლის გულშემატკივრებს საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ. ბუდუს ქალაქიდან, ბუდუს უბნიდან (მის.: ახალგაზრდობის პარკი) ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ოქროს ბიჭებს!
ყველაფერი აქვს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს გასამარჯვებლად. მთავარია, ხვალ მცირედ იღბალმაც გაგვიღიმოს", - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველო-ჩეხეთის მატჩი საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.77%
გაუარესდა - 52.03%
არ შეცვლილა - 12.2%
სულ - 123 ხმა




16:05
15:07
14:11
16:14
















