„ბუსტერის“ პერიოდი "ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკაზე“ 3 თვემდე შემცირდა
„ბუსტერის“ პერიოდი "ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკაზე“ 3 თვემდე შემცირდა, - ამის შესახებ გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭოზე მიიღეს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიას განცხადებით, თუკი აქამდე „ბუსტერ“ დოზა შესაძლებელი იყო „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის მეორე დოზიდან 5 თვეში, ხოლო „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინის მეორე დოზის ჩატარებიდან 3 თვეში, ახლა საბჭოს რეკომენდაციაა ნებისმიერი ვაქცინისთვის „ბუსტერ“ დოზის ჩატარება შესაძლებელი გახდეს უკვე მესამე თვიდან.
„ბოლო პერიოდში დიდი აქცენტი კეთდება, რადგან „ომიკრონის“ შტამის გავრცელებასთან ერთად, აშკარად იკვეთება „ბუსტერ“ დოზების გაკეთების აუცილებლობა.
„ბუსტერ“ დოზებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ხვალ აისახება მინისტრის ბრძანებაში და ორშაბათიდან შესაძლებელი იქნება, რომ მოსახლეობამ მესამე თვიდან მიიღოს ვაქცინა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ავტორი: ნიუპრესი