17 მაისის მოვლენების ადექვატური შეფასება და ძალადობის წამქეზებელი პირების დასჯა, - ასეთია ის მოთხოვნები, რომელსაც ონლაინ პეტიციაზე ხელმომწერი პირები უჭერენ მხარს.
„პირადი ცხოვრების თავისუფლება არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას ნებისმიერი თავისუფალი საზოგადოება და თავისუფალი სივრცე. ჩვენთან პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები ამ პირადი ცხოვრების თავისუფალ სივრცეს არ უტოვებენ ერთმანეთს. “