მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი 17 მაისის მოვლენებში მონაწილე საერო და სასულიერო პირების დასჯას ითხოვს.
17 მაისის მოვლენების ადექვატური შეფასება და ძალადობის წამქეზებელი პირების დასჯა, – ასეთია ის მოთხოვნები, რომელსაც ონლაინ პეტიციაზე ხელმომწერი პირები უჭერენ მხარს.
მოქალაქეთა საინიციტივო ჯგუფმა პარლამენტს დღეს პეტიციით მიმართა, სადაც აღნიშნული მოთხოვნებია გაჟღერებული. ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, თათა ცოფურაშვილის თქმით, პეტიციას ამ დროისათვის 12 000-ზე მეტი ადამიანი უჭერს მხარს.
„ძალადობის მომხრე ყველა პირი, საერო თუ სასულიერო უნდა დაისაჯოს. არავინ არ უნდა დადგეს ადამიანის უფლებებზე, კონსტიტუციასა და კანონზე მაღლა,“ – ამბობენ საინიციატივო ჯგუფის წევრები.
თათა ცოფურაშვილის თქმით, პეტიციაზე ხელმოწერები გრძელდება. ხოლო პარლამენტის გარდა, პეტიცია რეაგირებისათვის ქვეყნის პრემეირსა და პრეზიდენტსაც გაეგზავნება.