ქუთაისში, ბალახვნის ცენტრში სამი მაღაზია დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს, 18:00 საათიდან 18:30 საათამდე დროის ინტერვალში მოხდა. ბალახვანში მდებარე მარკეტების მეპატრონეების განმარტებით, დაახლოებით 20–დან 25 წლამდე ასაკის, შეიარაღებული ერთი ახალგაზრდა შევიდა მათთან და ფული მოსთხოვა. “ჩვენ არ მივეცით თანხა. მხოლოდ სამმი მარკეტიდან მოახრეხა თანხის წაღება”, – აღნიშნავენ მარკეტის მეპატრონეები. იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის განმარტებით, მიმდინარეობს საქმის გამოძიება და ეჭვმიტანილი პირის ვინაობის დადგენა.
ქუთაისში ნახევარ საათში სამი მაღაზია დააყაჩაღეს
22 მაისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 28
შემთხვევა დღეს, 18:00 საათიდან 18:30 საათამდე დროის ინტერვალში მოხდა.
თეგები: გამოძიება • ქუთაისი • ყაჩაღობა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები