|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცენზურის ახალი მცდელობა? -არასამთავრობოები კანონის გასაჩივრებას გეგმავენ

ცენზურის ახალი მცდელობა და შეზღუდვების დაკანონება - ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები საკანონნდებლო  ცვლილებებს, რომელიც 1 სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს.

ცვლილებების მიხედვით, მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის მასალების გავრცელება შეიზღუდება. მონიტორინგს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გააკეთებს. 

არასამთავრობოები ეჭვობენ, რომ  კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა 1 წლის წინ მიიღო და ძალაში შემდეგი თვის დასაწყისიდან შედის, კონკრეტული მაუწყებლების წინააღმდეგ გამოიყენებენ.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ მარეგულირებელ კომისიას განუსაზღვრელი უფლებამოსილება ენიჭება, ჩაერიოს მაუწყებლის შინაარსში, დააწესოს შეზღუდვები და დააკისროს მას სანქციები, ან შეუჩეროს ლიცენზია. 

მედიამენეჯერებმა კანონპროექტზე მუშაობის პროცესში არ იცოდნენ, რა გაიწერებოდა დოკუმენტში და მისი განხილვა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურად მიმდინარეობდა.

სწორედ ამიტომ, იურისტები ამბობენ, რომ ეს არის ბავშვთა უფლებების დაცვის ამოფარებული ბერკეტი, რომელსაც კომუნიკაციების კომისია მისთვის ხელსაყრელ დროს, მედიის წინააღმდეგ გამოიყენებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები კანონის გასაჩივრებას გეგმავენ.

 წყარო: მთავარი არხი

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა