ცესკომ თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი სიორიძე აირჩეს
ცესკომ თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი სიორიძე აირჩეს. ის ცესკოში "ლელო საქართველოს" მიერ დანიშნული წევრი იყო.
სიორიძეს ხმა კომისიის 15-მა წევრმა მისცა, ხოლო ორმა თავი შეიკავა. ამ თანამდებობაზე ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნული წევრი პირველად აირჩიეს. დღეიდან ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს 2 მოადგილე ჰყავს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობას სრული, 17 წევრის შემადგენლობით იწყებს. ახალი შემადგენლობით კომისია დღეს პირველად შეიკრიბა. საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქციით კომისიაში რვა წევრი პარლამენტის მიერ არის არჩეული, 9 კი პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი.
ავტორი: ნიუპრესი