ცესკოს ბოლო მონაცემებით, ”პატრიოტთა ალიანსს” ხმების 5% აქვს მიღებული
ცესკოს ბოლო მონაცემებით, ”პატრიოტთა ალიანსი” საარჩევნო ბარიერს ლახავს - მას ხმების 5% აქვს მიღებული. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროპორციული საპარლამენტო არჩევნების შედეგები 3 686 უბნის მიხედვით გამოაქვეყნა.
შედეგები ასეთია: - პროპორციულ არჩევნებში ”ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 48.6% მიიღო, ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 27.14%.
უახლესი შედეგებით, ხმების 5% აქვს ”პატრიოტთა ალიანსს“.
ამომრჩეველთა ხმების 4.61% აქვს ”თავისუფალ დემოკრატებს“.
შეგახსენებთ, ბოლო შედეგებით, "პატრიოტთა ალიანსის" შედეგები მუდმივად იცვლება, ის პარლამენტში მოხვედრის ზღვარზეა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




















