|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცესკოს შენობასთან აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი და გაზი გამოიყენეს

 ამ წუთებში დაპირისპირებაა ცესკოს შენობასთან, სადაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე  გამოიყენეს. 

აქციის მონაწილეების ნაწილმა  სპეცრაზმის მისამართით ქვები ისროლა. მათი განცხადებით, სპეცრაზმა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად გამოიყენეს. 

 ამ დროისათვის ცნობილი ხდება, რომ არიან დაშავებულები. როგორც ცნობილი, ხდება ერთ-ერთ მონაწილეს დაუზიანდა თვალი. 

ცესკოს შენობასთან აქციის დასაშლელად გამოიყენეს ასევე გაზი.

 ცესკოს მიმართულებით ოპოზიციის ავტოკოლონები მიემართებიან. 

ავტორი: ნიუპრესი