|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად გიორგი სანტურიანი და გიორგი კალანდრიშვილი შეირჩნენ

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა. კანდიდატების სია საქართველოს პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა. 11-კაციანი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი შეირჩა.

სპეციალურმა კომისიამ რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ თავმჯდომარეობის 2 კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის 5 კანდიდატი - ანა მიქელაძე, გია ცაცაშვილი, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარ სართანია შეარჩია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტს გიორგი კალანდარიშვილი ან გიორგი სანტურიანი დაიკავებს. ორივე ცესკოს მოქმედი თანამშრომელია და საკმაოდ მაღალ პოზიციებზე მუშაობენ. 

პრეზიდენტს განხილვისთვის 3 დღე აქვს, რის შემდეგაც კანდიდატთა საბოლოო ვერსიას საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს.

ცნობისთვის, გიორგი სანტურიანი წლების განმავლობაში ქუთაისში საიას რეგიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. 

ავტორი: