|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცესკოსა და წერეთლის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ცესკოს ცნობით, მემორანდუმის მიზანია მხარეების მიერ საარჩევნო სფეროში და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებლად ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და განვითარება, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, პროგრამების, კურსების, სხვადასხვა ღონისძიებების მომზადება და განხორციელება, ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოწყობა ან/და მათში მომხსენებლად ან სხვა სტატუსით მონაწილეობის მიღება.

მემორანდუმს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ მოაწერეს. 

 



ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა