"ჩავალთ ყველა ქალაქსა და სოფელში, გაიმართება არაერთი აქცია რეგიონებსა და თბილისში"-უდუმაშვილი
ჩავალთ ყველა ქალაქსა და სოფელში, გაიამრთება არაერთი აქცია რეგიონებსა და თბილისში -ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" სპიკერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია დღეიდან საგანგებო რეჟიმზე გადადის.
„დღეიდან ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გეგმაზე, რაც თვალისწინებს იმას, რომ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და დავარწმუნებთ ჩვენ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი. ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია რეგონებასა და თბილისში. ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე, ეს მოხდება 15 მაისს"-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა,
შეგახსენებთ, ოპოზიციასა დახელისუფლებას შორის ევროპელი დიპლომატიის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი უშედეგოდ დასრულდა. ხელისუფლებამ უარი თქვა პოლიტპატიმრების გადაისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე, შედეგად კი, ოპოზიცია კვლავ პარლამენტის მიღმა რჩება. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ქვეყანაში საპროტესტო აქციების ახალ ეტაპს იწყებენ.
ავტორი: ნიუპრესი