|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოვახერხე ისე, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო და ცემა-ტყეპაც არ მომხდარა - გიორგი გახარია

3 წლის განმავლობაში მოვახერხე ისე, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო ამ ქვეყანაში და ცემა-ტყეპა, ეს უბედურება რაც ახლა მოხდა, არ მომხდარა, - ასე აფასებს პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია 5-6 ივლისს პარლამენტის შენობის წინ მომხდარ დაპირისპირებას.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი პრემიერ-მინისტრობისა თუ შს მინისტრობის პერიოდში მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ და ჟურნალისტების ჯანმრთელობა მასობრივად საფრთხის ქვეშ არ მდგარა.

„მე შინაგან საქმეთა მინისტრიც ვიყავი, პრემიერი-მინისტრიც და ერთი და იგივე ხდება ყოველწლიურად. მაგრამ, სამი წლის განმავლობაში მოვახერხე ისე, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო ამ ქვეყანაში და ცემა-ტყეპა, ეს უბედურება რაც მოხდა, არ მომხდარა, ჩვენ მოქალაქეებს საერთოდ არ უგრძვნიათ და ჟურნალისტების ჯანმრთელობა მასობრივად საფრთხის ქვეშ არ მდგარა, რაღაცნაირად მე ამას ვახერხებდი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით,  სახელმწიფო ეკლესიის ზურგს არ უნდა ამოეფაროს და თვითონ უნდა იყოს მოვლენების ავანგარდში.

"საქმე უნდა აკეთოს ყველამ - სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობა, კონსტიტუცია და ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს ისე, რომ მოქალაქეები კი არ დააპირისპიროს ერთმანეთს და ეკლესიის და უმრავლესობის ზურგს კი არ უნდა ამოეფაროს, თვითონ უნდა იყო ავანგარდში, პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს და ასე აკეთებდეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ ქუთაისში, სადაც მან დღეს პარტიის ოფისი გახსნა. 

 

ავტორი: ნიუპრესი