ჩემი მიზანია თეატრში აკადემიური ხარისხის გაზრდა - გიორგი თავაძე
ჩემი მიზანია თეატრში აკადემიური ხარისხი გაიზარდოს, - ამის შესახებ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიმა გიორგი თავაძემ განაცხადა.
გაცნობით შეხვედრაზე ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან ოთხწლიან პროგრამასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა თეატრში არსებულ ინფრასტრუქტურულ და ფინანსურ პრობლემებზე.
გიორგი თავაძის თქმით, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში თეატრი ითანამშრომლებს სხვდასხვა თაობის რეჟისორებთან.
"გამოწვევა არის ძალიან სერიოზული და კარგად მაქვს გაცნობიერებული რა მნიშვნელობის და ტრადიციის თეატრში ჩამოვედი. მთავარი აქცენტი მაინც მაქვს მაღალ მხატვრულ რეპერტუარზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რადგან ვფიქრობ, რომ თეატრი არის ის ადგილი, სადაც მაღალხელოვნებასთან მინიმუმ მიახლოებული მაინც უნდა იყო. გართობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მათ შორის თეატრშიც, მაგრამ რაღაც თამასა არსებობს, რომლის ქვემოთაც აკადემიური თეატრი არ უნდა ჩამოდიოდეს. უამრავი პრობლემაა, არის სარემონტო. ასევე რომ მაჩვენოთ, რომელიმე თეატრის ხელმძღვანელი, რომელიც იტყვის, რომ მას ყოფნის ფული არ დვაიჯერებ, რადგან ესეთი რამ არ ხდება", - განაცხადა გიორგი თავაძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა