ჩემი პროგრამა სამ ხედვას ეფუძნება - ნუგზარ კოხრეიძე
ჩემი პროგრამა ეფუძნება სამ ხედვას - ამის შესახებ სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატმა, ნუგზარ კოხრეიძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, ეს საკითხებია: სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების ეფექტურობის ზრდა და ინსტიტუციური გაძლიერება, კონკრეტული სეგმენტის მიმართულებით უფლებების დარღვევაზე რეაგირების და საზოგადოებასთან კომუნიკაციის და საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობის გაძლიერება.
„ის მიმართულებები, რომელებზეც პროგრამაში აქცენტები გაკეთებული არ არის, მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუციის მიერ მეტ-ნაკლებად წარმატებულად სრულდება და არჩევის შემთხვევაში, მათ შენარჩუნებას და კიდევ უფრო გაძლიერებას გპირდებით“, - აღნიშნა კანდიდატმა.
საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ხუთ კანდიდატს: ალექსანდრე კობაიძეს, ლევან კოკორაშვილს, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მარიამიძეს და სერგო მახარაძეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მოუსმინა.
მომავალინ სახალხო დამცველი 19 კანდიდატიდან უნდა შეირჩეს.
ავტორი: ნიუპრესი