ჩემი სახელით ყალბ ფეისბუქ გვერდებს ქმნიან და ფულს ითხოვენ - ვარლამ გოლეთიანი
სოციალურ ქსელში ჩემი სახელით იქმნება ფეიკ გვერდები, საიდანაც ადამიანებს თანხებს თხოვენ, - ამის შესახებ რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი ლაიც ჩართვისას აცხადებს.
მისი თქმით, მას პირადი ფეისბუქ გვედი არ აქვს და ადამიანებს მოუწოდებს, არ შევიდნენ შეცდომაში.
"იქმნება სოციალურ ქსელში ფეიკი გვერდები, სადაც ჩემი სახელით ითხოვენ თანხას. ზოგადად, მე არ მაქვს პირადი ფეისბუკის გვერდი და თუ კი შეგხვდებათ ჩვემი სახელით და გვარით ფეისბუქის გვერდი, იცოდეთ, რომ ეს ჩვენთან არანაირ კავშირდში არაა. ჩვენი გვერდი არის, ახლა საიდანაც ვრთავ ლაივს, - "რიონის ხეობის გადარჩენისათვის" და მხოლოდ ამ გვერდიდან გვაქვს თქვენთან კომუნიკაცია. ამიტომ თანხებთან დაკავშირებითაც, ვისაც ჩვენი მოძრაობის დახმარება უნდა , შეუძლიათ, ჩვენი ფეისბუკის გვერდზე მიწერონ მესენჯერში და იქ დააკვალიანებერნ", - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.
ცნობისათვის, რიონის ხსიობის მცველების ფეისბუქგვერდია "რიონის ხეობის გადარჩენისათვის", საიდანაც ისინი საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიან.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი 175-ე დღეა უწყვეტად გრძელდება.
ავტორი: ნიუპრესი