|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩემს იდეას ბიძინა ივანიშვილი ბლოკავს?!" - ბესიკ ადამია

ქუთაისელი ბესიკ ადამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება. "მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური კლუბის, LLL"-ის  დამფუძნელი, რომელიც  წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვს თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე ქართული წარწერების გაკეთებას,  ექსპრეზიდენტის  განცხადებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მის იდეას ამჯერად  ბიძინა ივანიშვილი ბლოკავს. 

"მიხელ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ,,ქართული ოცნების,, ლიდერს ბატონ ბიძინა ივანიშვილს თბილისში თავისუფლების მოედანი უნდა თავისთვის, იმიტომ, რომ ეს არის პანორამა თბილისის ნაწილი...  მინდა საქართველომ იცოდეს: ამ ადგილზე, სამშობლოს გულში არ წერია არც ერთი ქართული სიტყვა. ჩემი ინიციატივით, საკითხი თბილისის მერიაში 5 წლის განმავლობაში 4-ჯერ უშედეგოდ გავიდა, ვის არ მივმართე ,,ქართულ ოცნებაში,, 2017 წლის 17 ოქტომბერს საპატრიარქოში თავად პატრიარქს შევხვდი, რომლის მხარდამჭერი წერილი ( #270, 26 თებერვალი 2018 წელი)  დღესაც უპასუხოდ დევს თბილისის მერიაში, არადა,  ჩემს მიერ შეთავაზებული პროექტი ყველას მოსწონს, წმ.გიორგის ქანდაკების გარშემო არსებულ 4 მწვანე საფარში წარმოჩნდეს სიტყვები: თავისუფლება, მამული, ენა, სარწმუნოება.  დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე არ წყდება ეს ისტორიული საკითხი, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის თქმით გამოდის, რომ ჩემს იდეას თავისუფლების მოედანზე წარმოჩნდეს ქართული სიტყვა ,,თავისუფლება,, ბლოკავს ბიძინა ივანიშვილი ?!", -აცხადებს ადამია.

ბესიკ ადამია უკმაყოფილებას ექსპრეზიდენტის მიმართაც გამოთქვამს და აცხადებს, რომ თავის დროზე არც მან დაუჭირა მხარი მის იდეას.:  "თავის დროზე თავად სააკაშვილმა არად ჩააგდო ჩემი ათეულობით წერილი, რომ მხარი დაეჭირა ჩემს ბრძოლას პარიზში,  ეიფელის წინ, მშვიდობის კედელზე 49 ენის გვერდით (კავკასიური ენებიდან მხოლოდ სომხურად წერია) ქართულ ენაზე დაწერილიყო სიტყვა "მშვიდობა". 

 ცნობისთვის, ადამიამ თავისი იდეა "მშვიდობის ბურთის" დადგმის შესახებ ქუთაისში განახორციელა. 

ავტორი: ნიუპრესი