|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩინოვნიკების ინტერესზე მორგებული" ბიუჯეტი გოგი წულაიამ საჯაროდ დაწვა [VIDEO]

ქუთაისში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ დაწვეს. პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ამ ფორმით მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტები გააპროტესტა.

მისი თქმით, ბიუჯეტი არ არის მორგებული მოსახლეობის ინტერესებზე და მხოლოდ ჩინოვნიკების კეთილდღეობას ემსახურება. 

მისივე თქმით, 2021 წლის ბიუჯეტში 12 მილიონით შემცირდა ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა არ შემცირებულა მერიაში, ააიპებსა და სიპებში დასაქმებულთა ხელფასი და ის 24 მილიონს შეადგენს.

  

გოგი წულაიას თქმით, მან ბიუჯეტი გასულ წელსაც დაწვა, თუმცა მერიამ შენიშვნები არ გაითვალისწინა, ამიტომ მერიას სიმბოლურად ცერცვი შეაყარა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი