|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩინური ვაქცინით უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი - თამარ გაბუნია

„სინოფარმის“ ვაქცინას დღეის მდგომარეობით ათეულობით ქვეყანა იყენებს, 40 მლნ-ზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჩინური წარმოების ვაქცინის „სინოფარმის“ საქართველოში შემოსვლის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით,  მოლოდინია, რომ ვაქცინა აპრილის შუა რიცხვებში ის WHO-ს ავტორიზაციასაც მიიღებს.

როგორ თამარ გაბუნია აცხადებს, „სინოფარმის“ ვაქცინის შენახვას განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება.

"კვლევები, რომელიც ვაქცინის თაობაზეა ჩატარებული, ძალიან კარგ შედეგებს უჩვენებს. ჩვენი მოლოდინია, რომ აპრილის შუა რიცხვებისკენ მიიღებს ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას გადაუდებელი გამოყენებისთვის“,- აცხადებს თამარ გაბუნია.

ცნობისთვის, საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა შემოვიდა. ვაქცინაციის პროცესი კი მას შემდეგ დაიწყება, რაც „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი