ჩირის აპარატი -შეიძინე ონლაინ მარტივად
დღესდღეობით, ხილისა და ბოსტნეულის გამოშრობა სახლის პირობებში მოხერხებული პროცესია. თანამედროვე ჩირის აპარატების საშუალებით ხილსა და ბოსტნეულს დაკონსერვების გარეშე შეუნარჩუნებთ სასარგებლო თვისებებს. ამ გზით მთელი ოჯახისთვის ზამთრის გემრიელ მარაგს შეინახავთ და რაც მთავარია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, გაუყინავ, პროდუქტს შექმნით.
ჩირის აპარატის შერჩევის კრიტერიუმები
ჩირის აპარატის შეძენამდე გაითვალისწინეთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი:
- სიმძლავრე
- უჯრების ზომა
- აპარატის მასალა
თუ ჩირის დამზადებას დიდი რაოდენობით აპირებთ, მინიმუმ 500 ვატიანი მოწყობილობა დაგჭირდებათ. რიგ შემთხვევებში 150-250 ვატი სავსებით საკმარისია. ყურადღება მიაქციეთ უჯრების ზომასაც, რათა სხვადასხვა მოცულობის ხილი მოხერხებულად განათავსოთ. რაც შეეხება ჩირის აპარატის მასალას, გაითვალისწინეთ, რომ გამოშრობისას აპარატი მაღალ ტემპერატურაზე ცხელდება. ლითონის საშრობი ამ მხრივ ყველაზე გამძლეა, ხოლო პლასტიკური მოდელების გამოყენება ბინის პირობებშია რეკომენდებული.
სად შევიძინოთ ჩირის აპარატები ონლაინ?
საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ პლატფორმა Liloshop ჩირის აპარატების ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ. სახლიდან გაუსვლელად ლილოშოპზე ისეთ მოდელებს შეიძენთ, როგორიცაა:
- ჩირის აპარატი ნომრით BS2883
კომპაქტური 5 იარუსიანი მოდელი, რომელიც მექანიკურად იმართება და ტემპერატურის რეგულირების საშუალებას იძლევა. მოდელის სიმძლავრე 1550 ვატია, ხოლო კვების ძაბვა 220-240 ვოლტი. ამ ტიპის ჩირის აპარატი სეზონურად, სახლის პირობებში მცირე რაოდენობის ჩირის დასამზადებლად გამოიყენება. წამყვანი ბრენდის Bosh-ის მოდელის შეძენა ლილოშოპზე 129 ლარად არის შესაძლებელი.
- ჩირის აპარატი ნომრით BS-6612
Bosh-ის ფირმის კიდევ ერთი წარმატებული მოდელი, 12 იარუსით, ბოსტნეულისა და ხილის გამოსაშრობად კომფორტული საშუალებაა. მოდელის ტემპერატურული რეჟიმი 35-70 გრადუსს აღწევს, იარუსის დიამეტრი კი 27 სანტიმეტრია. ამ ტიპის მოდელების სიმძლავრე 2250 ვატია.
ჩირის აპარატის გამოყენება რეკომენდებულია როგორც მცირე ფართობის ბინაში, ასევე აგარაკზე. მისი სიმაღლე 53 სმ-ია და როგორც გადასაადგილებლად, ასევე გამოსაყენებლად მოხერხებული მოწყობილობაა.
- ჩირის აპარატი ნომრით FDH1066
ეს 5 იარუსიანი მოდელი, სხვა აპარატების მსგავსი ტემპერატურული რეჟიმით მუშაობს (35-70 გრადუსი), ხოლო მისი სიმძლავრე 450 ვატს შეადგენს. მოდელის მასალა პლასტიკაა, ხოლო მისი წონა 2 კგ-ს შეადგენს. ამ ტიპის აპარატების ტრანსპორტირება და შენახვა მარტივია, რადგან ის საკმაოდ კომპაქტურია და დიდ ადგილს არ იკავებს.
თუ ოჯახისთვის სასარგებლო ტკბილეულის დამზადებას გეგმავთ, ჩირის აპარატის შეძენა რაციონალური გადაწყვეტილებაა. ასე თქვენ ზუსტად გეცოდინებათ პროდუქტის დამზადების პირობები და ეკოლოგიურად სუფთა ნუგბარი თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის.
ავტორი: