„იუმორს დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში“
ახალი პოლიტიკური ცენტრს „გირჩი“, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისათვის 25 000 ხელმოწერის შეგროვება სჭირდება. ამის შემდეგ გადაწყდება, რა ფორმით მიიღებს პარტია არჩევნებში მონაწილეობას. შესაძლოა, ყველაზე ეპატაჟურმა პარტიამ ადგილობრივი არჩევნებში ეპატაჟური პროექტი შემოგვთავაზოს.
როგორია პარტიის გეგმები და როგორ აფასებენ ცენტრალური ოფისის გადაწყვეტილებებს ქუთაისის ოფისში, ამ და სხვა კითხვაზე ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩი“, ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი პასუხობს.
–მინდა, საუბარი მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებით დავიწყოთ, ჩაერთვებით თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში და გყავთ თუ არა შერჩეული მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატები?
–ჩვენ გასულ წელს არჩევნებს გამოვეთიშეთ და ახლა გვჭირდება დარეგისტრირება ცესკოში. ზოგადად, ჩვენი რეიტინგი მზარდია, მაგრამ 25 000 ხელმოწერა გვჭირდება. დავაკვირდებით, თუ მოგროვდა ხელმოწერები და გამოიკვეთა, რომ, როგორც პარტიას პულსი გვესინჯება, შემდგომ ვიფიქრებთ, რა ფორმით ჩავერთვებით არჩევნებში. ჩვენ ასევე გვაქვს პროგრამა, რომელსაც რაღაც პროცესების გავლა სჭირდება. ამ პროგრამით, ნებისმიერ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია პოლიტიკით, შეუძლია ჩვენი კანდიდატი გახდეს. რაც შეეხება კანდიდატებს ქუთაისში, ჯერ არ ვიცით, ვინ იქნება, ველოდებით შედეგებს.
–ხომ არ აპირებთ კოალიციაში გაერთიანდეთ და ამ ფორმით მიიღოთ არჩევნებში მონაწილოება?
–არა, ზურა ჯაფარიძემ თქვა ამაზე ცალსახად, რომ ყველაზე დიდი შეცდომა წინა არჩევნებში იყო კოალიციაში შესვლა. პოლიტიკური მიზნების გამო მოგვიწია პრინციპებზე გვეთქვა უარი, მაგრამ იმედი მაქვს, ეს არ განმეორდება.
–გირჩი, ყველაზე ეპატაჟური პარტია, რომელიც საზოგადოებას მუდმივად სხვადასხვა ინიციატივას სთავაზობს, რას ემსახურება თქვენი ინიციატივები და პირადად შენთვის რომელიმე ინიციტივა თუ იყო მოულოდნელი?
–ყველა ინივიატივა უკავშირდება კონკრეტული პრობლემის გადაჭრას და რაღაც შედეგის მიღებას, არის კიდევაც ეს შედეგები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით და მიგვაჩნია, მარწუხები, რომელშიც ვიმყოფებოდით კომუნისტური რეჟიმის დროს განაპირობებდა ჩაკეტილობას. მოწყვეტილი ვიყავით ყველაფერს, მსოფლიო სხვა გზით ვითარდებოდა და ჩვენ ნაჭუჭში ჩაკეტილები ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებდით. ეს წრე დამოუკიდებლობის შემდგომ გაფართოვდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა, ვიბრძვით ერთი და იგივე მიზნებისთვის და არ გვაქვს წინსვლა. სამწუხაოდ, ამ 25 წლის მანძილზე, ვერ ვისწავლეთ პრიორიტეტების სწორად დალაგება. პოლიტიკურმა „ისტებლიშმენტმა“ რეალურად მოტყუების მეტი არფერი გააკეთა, მხოლოდ ტყუილი დაპირებები იყო. პენსიის გაზრდის დაპირებით ოთხი მთავრობა მოვიდა, მაგრამ საზოგადოება არ იყო მზად და არავინ კითხულობდა, როგორ მოხდებოდა პენსიის გაზრდა ამ მდგომარეობაში.
ზურა ჯაფარიძე არის ერთ–ერთი პოლიტიკოსი, რომლისთვისაც რეიტინგი არის მეორეხარისხოვანი და ჩვენც, მისმა მხარადმჭერებმა ჩავთვალეთ, სიმართლე ვილაპარაკოთ, არ მოვატყუოთ ადამიანები. ჩვენი მიზანი არ არის ხელისუფლებაში მოსვლა და ხალხის „დაბოლება“, ამიტომ ვგეგმავთ, გადავდგათ არაპოპულარული ნაბიჯები და შემდეგ მივიღოთ შედეგი. ჩვენ არ ვებრძვით არც სახელმწოფოს, არც ჯარს და არც ეკლესიას, ჩვენ გვინდა ყველამ დაინახოს რეალური პრობლემები და გადაჭრის გზები. ამას ემსახურება ჩვენი ინიციატივები. პირადად ჩემთვის ვერცერთი ინიციატივა მოულოდნელი ვერ იქნებოდა, რადგან განხილვებში ვარ ჩათული და ეს ინიციატივები თანამშრომლობის შედეგია.
–წინა ხელისუფლების დროს იყავი თვითთმმართველობაში და იცი როგორ მუშაობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, როგორ შეაფასებდი თვითთმართველობების დამოუკიდებლობას დღეს?
–ჩვენ არ გვყავს დამოუკიდებელი თვითმმართველობები, ფუნდამენტური ცვლილებებია ამითვის საჭირო. რეგიონებში არ არიან ძლიერი ლიდერები, მართველი გუნდიც დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილზე. პოლიტიკური ნება არ არის, თვითმმართველობა იყოს დამოუკიდებელი, ამიტომ ფინანსური დამოუკიდებლობაც არ აქვთ. მიბმული არიან ცენტრალურ ხელისუფლებაზე. ეს იწვევს ბიუროკრატიას, რაც არის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი. მე ვთვლი, ეს ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, აუცილებელია ავირჩიოთ პრონციპული პოლიტიკოსები, რომლებიც დამოუკიდებლად შეძლებენ მუშაობას.
–როდის იყო ყველაზე დამოუკიდებელი თვითმმართველობები?
–შევარდანაძის დროს იყო ყველაზე დამოუკოდებელი თვითმმართველობა. ცენტრი არ ერეოდა, კანონმდებლობა იყო სრულად დამოუკიდებელი, მაგრამ მაგ დროს სახელმწოფო ინსტიტუტები არ არსებობდა. ამის შემდეგ კანონის მხრივ უკან მივდივრთ. შეიცვალა სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა, მაგრამ არ გაუმჯობესებულა კანონი. იგივე პრივატიზების საკითხი - შენობების უმეტესი ნაწილი ცენტრალური ხელისუფლების ბალანსზეა, რის გამოც ხდება პრივატიზება ცენტრის მიერ და ხდება ქაოსური მშენებლობები. რეალურად, ის ინვესტიცია რაც არის და 50 ადამიანის დასაქმება ვერ უშველის ქალაქს. ჯობდა, მნიშვნელოვანი ადგილები, რაც არის ცენტრში, გასხვისდეს გრძელვადიანი პერსპექტივით და არამოკლევადიან პროექტებზე გათვლით. ქალაქმა უნდა შეინახოს ასეთი ადგილები და შემდეგ ძვირად გაყიდოს, მაგრამ ამის ნება და ზოგჯერ, უფლებაც არ არის.
–როგორია ქუთაისი დღეს?
–პარლამენტის გადმოტანა კარგი იდეა იყო და ჭირდებოდა ქუთაისს, მაგრამ ამაზე უკვე წარსულში ვსაუბრობთ, რადგან 2012 წელს მთავრობის განცხადებით, შეიცვალა დამოკიდებულება ქალაქის მიმართ. უპერსპექტივობა კი ცვლილებებს ვერ მოიტანდა. საპარლამენტო სტატუსის დაკარგვის საფრთის გამო ქალაქი ინვესტორებისთვის საინტერესოა აღარაა. რაც შეეხება პოტენციალს, ზოგადად, მარტო ქუთაისი ვერ განვითარდება, თუ სახელმწიფო არ განვითარდა, თუ ეკონომიკა არ შეიცვალა. გინდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და გინდა ნასას ცენტრი გაიხსნას, ვერ განავითარებს ქალაქს, თუ სახელმწიფოში არ შეიცვალა მიდგომები. ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს რაც შეეხება, არც მჯერა, რომ საბოლოოდ, ეს უნივერსიტეტი აშენდება. ქუთაისი დღეს უპერსპექტივოდ არის, ამან გამოიწვია მიგრაცია, ახალგაზრდები გაედინებიან ქალაქიდან.
–თუ გიფიქრია წასვა ქუთაისიდან?
–30 წლის ვარ და სულ დასაქმებული ვიყავი. ფინანსური პრობლემა არ მქონია, რადგან დიდი ხარჯები არ მაქვს. არ მიფიქია წასვლაზე, მაგრმ მეგობრების ნაწილი წასულია და ნაწილი მიდის. მიუბნებიან, რომ წავიდე. თუ უნდა წავსულიყავი, ეს აქამდე უნდა გამეკეთებინა. ახლა ბრძოლაში ვარ და მინდა, ბოლომდე მივიყვანო.
–სასამართლო პროცესებსაც შევეხოთ, როგორ აფასებ ამ პროცესებს?
–მე მაქვს, მქონდა და მომვალშიც მექნება მთავარი პირინციპი - ეს არის ბრძოლა კორუფციასთან. კორუფცია არის ყველაზე მიუღებელი და როდესაც ეს დამაბრალეს, ძალიან ცუდად იმოქმედა, თან მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ბევრად დიდი პრობლემა იყო, მაგრამ ცხოვრება მოულოდნელობაა, ისევე როგორც მოულოდნელი იყო მეორე საჩივარი, როდესაც გადახდილ თანხას ისევ მედავებიან. იმედია, სააპელაციო სასამართლო სიმართლის გვერდით დადგება.
–ბოლოს და ბოლოს გავიგეთ, რა მანძილია ქუთაისსა და თბილისს შორის?
–მანძილი დადგინდა, რადგან მას შემდეგ, რაც დაიწყო პროცესი, ბევრჯერ შეიცვალა მანძილი, ავტობანი გაიხსნა და რადგან ახლა ისევ მედავებიან, შეიძლება თავიდან გავზომოთ და ვნახავთ, რომ 230 კმ. მნიშვნელოვნად შემცირდა. ამაზე ხშირად ვხუმრობთ ხოლმე, მაგრამ ცუდია, რაც ხდება. მე არც ვიცოდი, ეს საქმე 2010 წელს დაწყებულა, პროკურატურას ამ წელს დაუწყია გამოძიება, მაგრამ, რომ არაფერი უპოვიათ, თაროზე იყო შემოდებული. ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო დევნა ჩემს წინააღმდეგ, თუ დამნაშავე ვიყავი, მაშინ დამიჭერდნენ.
–ხუმრობა ახსენე და აუცილებლად უნდა შევეხოთ შენს იუმორს, ყველა შენი პოსტი გამორჩეული იუმორით იქცევს ყურადღებას, ხომ არ აპირებ ამ ჟანრში სერიოზულად მოსინჯო ძალები?
–ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ ჩემი ყველაზე დიდი დადებითი თვისება არის იუმორი, ამას დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. შეუძლია ბევრი რამეში დაგეხმაროს იუმორი და პროცესებს მარტივად შეხედო. ბევრი მეგობარი მყავს იუმორისტულ შოუებში და ყოფილა შემოთავაზებაც, მაგრამ მე სერიოზულად არ ვფიქრობ ამაზე.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი