|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნუგზარ კოხრეიძე: კომისიის შეფასება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ამ პროცესში

 საქართველოს სახალხო დამცველობის 19 კანდიდატს შორის სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" თანადამფუძნებელი/თავმჯდომარე ნუგზარ კორხეიძეა. თუ რატომ გადაწყვიტა ამ პროცერსში ჩართვა და რა მოლოდინი აქვს, - ამ საკითხზე ომბუდსმენობის ქუთაისელი კანდიდატი  "Newspress" - ს ესაუბრა.  

 

  • საქართველოს სახალხო დამცველის არჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკავშირის 12 პირობაში. ამიტომ, მთლიანობაში, პროცესის გამჭვირვალობა, ინკლუზიურობა და მრავალფეროვნება იძენს განსაკუთრებულობას. ვიდრე  საბოლოოდ გამოვაცხადებ კონკრეტულად როგორია ჩემი ხედვები და გეგმები, ვაპირებ,  გავმართო ინდივიდუალური (ან უფრო ფართო საზოგადოებასთან) კონსულტაციები. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. მსურს,  რაც შეიძლება მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და ინდივიდი ჩაერთოს ამ პროცესში. მსურს გავიგო მათი ხედვები, დამოკიდებულებები და რაც მთავარია, მოვისმინო,  ისინი როგორ ხედავენ საქართველოს სახალხო დამცველის მუშაობას. თუმცა, ზოგადად, რამდენიმე მიმართულებით ვფიქრობ ხედვის ჩამოყალიბებას უკვე არსებულ და კანონით გაწერილ ვალდებულებებთან ერთად:
  • 1. სახალხო დამცველის ინსტიტუციის გაძლიერება;
  • 2. რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურ ჩართვას სახალხო დამცველის მუშაობის პროცესში;
  • 3. სახალხო დამცველის ანგარიშებზე რეაგირების ზრდის მექანიზმების შემუშავება და დისკუსია. თუმცა აღნიშნული ხედვები შესაძლოა შეიცვალოს ზემოთ ნახსენები კონსულტაციების შედეგად.

 

- რამდენად გაქვს ოიბიექტური შერჩევის იმედი?

 

- ვფიქრობ, ვინაიდან ეს პროცესი პოლიტიკური პროცესია, თავისთავად ცხადია, მასში პოლიტიკური ინტერესების არსებობა მოცემულობაა. პოლიტიკური ვითარება კი ცვალებადია და არაპროგნოზირებადი. თუმცა, ის გარემოება, რომ დამოუკიდებელი შეფასების ჯგუფი ინდივიდუალურად შეაფასებს კანდიდატებს მიმაჩნია კარგ სიახლედ, ვინაიდან ეს საშუალებას მოგვცემს დავინახოთ, როგორია პროფესიული ნიშნით შერჩეული ადამიანებისა და პოლიტიკოსების ხედვა სახალხო დამცველის მიმართ. ჩემი აზრით, ასეთი გარემოება ყველა კანდიდატისთვის ზრდის შანსს.

 

- რა იტყვი ომბუდსმენობის კანდიდატების შემფასებელ კომისიაზე?

 

- კომისიაში წარმოდგენილ რამდენიმე წევრს, საქართველოს ეროვნული პლატფორმაში საერთო მუშაობით ვიცნობ. ისინი მაღალი კვალიფიკაციის და პროფესიონალი ადამიანები არიან. მჯერა, რომ ყველა კომისიის წევრი კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად, პროფესიონალურად შეაფასებს  19-ვე კანდიდატს.  სიმართლე გითხრათ, კომისიის შეფასება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ამ პროცესში.

 

ცნობისთვის: სახალხო დამცველის კანდიდატობის შემფასებელი კომისიის წევრთა სია ასე გამოიყურება: დავით ასათიანი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, თავმჯდომარე;თამარ ზარანდია – თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი; ნათია კუპრაშვილი – რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, თავმჯდომარე; რაისა ლიპარტელიანი – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, თავმჯდომარის მოადგილე; ელენე რუსეცკაია – ქალთა საინფორმაციო ცენტრი, დირექტორი; არნოლდ სტეპანიანი – მრავალეროვანი საქართველო, თავმჯდომარე; ნინო ჩხობაძე – საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, თავმჯდომარე;ეკა ციმაკურიძე – დემოკრატიის ინდექსი, თავმჯდომარე; ლევან ცუცქირიძე – აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის, დირექტორი.

ომბუდსმენის არჩევის ახალი წესის მიხედვით, კომისიის წევრები ომბუდსმენობის თითოეულ კანდიდატს შეაფასებენ და შეფასებას წერილობით წარუდგენენ პარლამენტს.

ჯგუფის წევრები კანდიდატებს ოთხი კრიტერიუმის მიხედვით 0-დან 10 ქულამდე შეაფასებენ. შეფასება ზეპირი გასაუბრების გარეშე დოკუმენტების საფუძველზე მოხდება.

შეფასების სამუშაო ჯგუფი სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირებს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეაფასებს: – კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონა.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა