|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტურიზმის სფეროში ჩვენ უკვე გვაქვს ბაზარი, მაგრამ არ გვაქვს სერვისი"

 ჩვენ გვაქვს ბაზარი, მაგრამ არ გვაქვს სერვისი - ამბობს იმერეთში ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი კოტე ჭარხალაშვილი.

მისი თქმით, ტურიზმის სფეროში მრავალი პრობლემა არსებობს, მათ შორის უმნიშვნელოვანესია კადრების და ინფრასტრუქტურის პრობლემა, ასევე არ არსებობს მკაფიო სტრატეგია. 

"არცერთი საკითხი, რომელსაც მე პირადად ვაყენებ 20 წელია, არ წყდება, ტუალეტები არ  გვაქვს, ავტოსადგურები -არა. ხუთწლიანი და 10 წლიანი სტრატეგიები რომ იწერება, იმას წაკითხვა უნდა. ყველა, ვინც მოვა,  თავიდან იწყებს სტრატეგიაზე მუშაობას, ამბობს, არაფერი დამხვედრია - ეს არის ქართული ავადმყოფობა. იმერეთში ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე ვმუშაობ 1997 წლიდან, ჩემი ნაშრომი წიგნად არის გამოცემული. ტურისტები რომ დადიან დღეს იმერეთში და ქუთაისში,  ეს ჩვენი დაწყებულია.  იმერეთი 2009 წელს საერთაშორისო ბაზარზე ჩვენ გავიყვანეთ...  ბაზარი ჩვენ უკვე მოვიპოვეთ, ქუთაისი და იმერეთი უკვე ცნობილი გახდა, მაგრამ არ გვაქვს სერვისი. ტურიზმის სფეროში მრავალი პრობლემაა, პირველ რიგში, ეს არის კადრების პრობლემა", - განაცხადა კოტე ჭარხალაშვილმა. 

მისი თქმით, ცალკე ქუთაისისა და იმერეთის ტურიზმი არ არსებობს, ესაა საქართველოს ტურიზმი.  მხოლოდ ქუთაისში არავინ ჩამოვა, განვითარების სტრატეგია უნდა იყოს ქვეყნისათვის საერთო. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა