ჭიათურელი მაღაროელები საქართველოს პროკურატურასთან აქციას 26 მარტს გამართავენ
26 მარტს საქართველოს პროკურატურასთან ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი გაიმართება, აქცია თავდაპირველად 19 მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა პატრიარქის გარდაცვალების გამო ჭიათურელებვმა დაანონსებული აქცია ერთი კვირით გადადეს. აქცია 13:00 საათზეა დაანონსებული.
ჭიათურელები, პირველ რიგში, მათი დაპატიმრებული თანამებრძოლების გათავისუფლებას მოითხოვენ. როგორც ცნობილია დაკავებულებს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს 6 წლით და 3 თვით, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს 4 წელი და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ისინი ასევე ითხოვენ ჭიათურმარგანეცში აუდიტის სამსახურის შესვლას, კორუფციული კავშირების გამოვლინებას ადგილობრივ მაღალჩინოსნებთან.
ავტორი:



16:31
14:20
12:16
15:13
13:05
















