„ჩვენ შენსკენ ვართ" - ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართა
ქუთაისის მერიასთან აქტივისტებმა სხვადასხვა შინაარსის პლაკატებით, საინფორმაციო დერეფანი მოაწყვეს. შეკრებილები თვითმმართველობის შენობაში დასაქმებულ ადამიანებს პოსტერებით დახვდნენ.
აქტივისტების თქმით, ამ ფორმით, ინფორმაცია მიაწოდეს საჯარო მოხელეებს „ქართული ოცნების" მიერ მიღებული ახალი კანონების შესახებ, რომელიც მათივე განცხადებით, საფრთხეს უქმნის ყველა დასაქმებულს.
აქციის მონაწილეები საჯარო მოხელეებს, მოუწოდებენ, დაუდგნენ გვერდით, რომ შემდეგში მათი დაჩაგვრა ვერავინ შეძლოს.
„ჩვენ შენსკენ ვართ. დაგვიდექით ახლა გვერდით, რომ ხვალ თქვენი დაჩაგვრა ვერავინ შეძლოს. ხელისუფლება კაბალურ კანონებს იღებს და ამას არავინ უნდა შეეგუოს”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ავტორი: