|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენ შევასრულეთ რეკომენდაციები და ახლა ველოდებით შემოწმებას"-ქუთაისის ბაზრის დირექტორი

ჩვენ შევასრულეთ სურსათის ეროვნული საგენტოს  რეკომენდაციები და ახლა ველოდებით კიდევ ერთხელ შემოწმებას -აცხადებს  ქუთაისის ცენტრალური ბაზრის დირექტორის ოლეგ არღვლიანი.

"ჩვენთან იყვნენ მოსულები სურსთის ეროვნული საგენტოს თანამშრომლები, რომლებმაც მოგვცეს რეკომენდაციები, ეს არის 2 მეტრიანი  დისტანციის დაცვა დახლებს შორის, მოქალაქეების გადაადგილების რეგულირება. ჩვენ შევასრულეთ ეს მოთხოვნები და ველოდებით კიდევ ერთხელ შემოწმებას -  დახლები  დავაშორეთ ერთმანეთს,  შევიმუშავეთ მოქალაქეთა გადაადგილების  სქემა. მოქალაქეთა შემოსვლა მოხდება ერთი ჭიშკრიდან,  ხოლო გასვლა მეორე ჭიშკრიდან, რაც შეეხება დეზინფექციას, ეს ყოველდღიურად ხდება " -განაცხადა ოლეგ არღვლიანმა.

 მისი თქმით, ამ ეტაპზე მისთვის პროგნოზირება,  თუ რა დროში მოხდება ბაზრის გახსნა, ძნელია.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ბაზრის გადამოწმება მოხდება, თუ რამდენად არის რეკომენდაციები გათვალისწინებული, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ადგილობრივი ხელისუფლება მიიღეს. 

ქალაქის თვითმმართველობაში ბაზრის გახსნის  კონკრეტულ თარიღს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ.

ქუთაისის ცენტრალური ბაზარი 4 აპრილს დაიხურა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა