|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენ ვიქნებით სახალხო მმართველები"-სამსონ გუგავა

ქუთაისის მერის პოზიციის დასაკავებლად "საქართველოს ლეიბორისტული პარტიიდან"  მოქმედი საკრებულოს წევრი სამსონ გუგავა იბრძოლებს. კანდიდატის უკეთ გასაცნობად, "ნიუპრესი" მერობის კანდიდატს გაესაუბრა. 

-რა არის ქალაქის მთავარი გამოწვევა და რას შეცვლის სამსონ გუგავა?

-ქალაქის მთავარი გამოწვევა საზოგადოების  ცხოვრების ყოფიერება, უმუშევრობა, უსახსრობა, განათლების მიღების შესაძლებლობის არქონა, დასაქმების ადგილების არ არსებობა, გაჭირვება და უბედურება. ჩვენ გვაქვს საარჩევნო პროგრამა, რომელშიც  ზუსტად წერია, რა მეთოდებს მივმართავთ ამ პრობლემების გამოსასწორებლად.

შემიძლია გითხრათ რომ იმ მცირე ბიუჯეტით, რაც ქალაქს გააჩნია, შესაძლებელია შეიქმნას მუნიციპალური საწარმოები, უფასო მუნიციპალური საავადმყოფო, ახალგაზრდულ ინიციატივებს,  მცირე და საშუალო ბიზნესს მეტი გასაქანი მიეცეს, შეიქმნას თავისუფალი ეკონომიკური ზონები. 

 

 -როგორ შეაფასებთ საკრებულოში თქვენს მოღვაწეობას, რით დაამახსოვრეთ საზოგადოებას თავი?

-სამწუხაროდ, ამომრჩეველმა არ გაითვალისწინა ჩვენი მოწოდება, როცა ვეუბნებოდით რომ არ დაეჭირათ მხარი და არ მოეყვანათ ეს უმრავლესობა.  თუმცა, არ დაგვიჯერეს, სამწუხაროდ, ერთი ხმა ვერ წყვეტს ვერაფერს. მე ვიყავი ფხიზელი დარაჯი და ვიდექი უმსგავსოების სადარაჯოზე, რომელსაც ეს მთავრობა ახორციელებდა. შესაბამისად, არაერთი ინიციატივა უკავშირდება ჩემ სახელს, რომელიც არ გაითვალისწინეს და ქალაქმა ბევრი წააგო ამის გამო.

 -როგორ ფიქრობთ, გაიმართება თუ არა მეორე ტური ქუთაისში?

-ჩვენ ამ არჩევნებს დავარქვით ღირსების ბრძოლა, ჩვენ ვთვლით, რომ ამ ქალაქში და ქვეყანაში ღირსეული ადამიანები მრავლად არიან და შესაბამისად, დარმწუნებული ვართ გამარჯვებაში, რადგანაც სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არ დარჩა.  თუ კიდევ სხვა მოვა  ხელისუფლებაში ის მდგომარეობა, სტაგნაცია,  უპერსპექტივობა რაც დღეს ქვეყანაშია, არ შეიცვლება და ამით ქვეყანა ბევრს წააგებს და დაკარგავს.

ვფიქრობ, რომ მეორე ტური ჩატარდება და ჩვენ შევძლებთ არსებული რეჟიმის დამარცხებას. 

-როგორი მერი იქნება სამსონ გუგავა?

-ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ ეს განცხადებები, ჩვენ ვიქნებით სახალხო მმართველები ჩვენ არ გვეყოლება პერსონალური მანქანები, არ გვეყოლება დაცვა,  მერია იქნება თავისუფალი შენობა.  ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც საჭიროება მოითხოვს.

 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა