"ჩვენ ვიყავით ცოტა და ვაკეთებდით ბევრ საქმეს"-დავით უსუფაშვილი
"ჩვენ ვიყავით ცოტა და ვაკეთებდით ბევრ საქმეს"- განაცხადა დღეს რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, რითაც კოალიციურ რეჟიმში მისი პარტიის საქმიანობა შეაფასა და საარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ ოფიციალური განაცხადი გააკეთა.
"პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად, რომელიმე კოალიციასა და ბლოკში გაერთიანების გარეშე მიიღებს"- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, რომელიც ამავდროულად პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსი იქნება. პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უფუფაშვილია. "უსუფაშვილი-რესპუბლიკელები" სწორედ ამ სახელწოდებით იწყებს პარტია წინასაარჩევნო კამპანიას. აჭარაში პარტიას წარუძღვება პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
რაც შეეხება ”რესპუბლიკელ” მინისტრებს, გადადგომის შესახებ განცხადებებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დაწერენ.
კიდევ ერთ ”რესპუბლიკელი” მინისტრი, გიგლა აგულაშვილი კი პარტიას ტოვებს. შესაბამისად, ის ამ ეტაპზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე რჩება.
უსუფაშვილის თქმით, თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობიდან გადადგომის საკითხზე პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში მიმართავენ.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:58
11:46
22:32
19:44
20:45
















