|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - წყალტუბოში დევნილებმა აქცია გამართეს

წყალტუბოში, სანატორიუმებში ამ დრომდე მცხოვრები დევნილები გასახლებას ითხოვენ. მათ დღეს აქცია გამართეს და სანატორიუმებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
მათი თქმით, შენობა ავარიულია და რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება. როგორც ისინი აცხადებენ, ადმინისტრაციული დაპირება მიიღეს გასახლებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ დრომდე ბინების მოლოდინში არიან.
დევნილების თქმით, თუ დროულად არ გასახლდნენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
 
"ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ავარიულია შენობა. კანალიზაციის წყალი ჩამოდოს ოთახებში, დერეფნებში კი ფილები ცვივა. მივიღეთ ადმინისტრაციული დაპირება, რომ გაგვასახლებდნენ, მაგრამ ამ დრომდე უშედეგოდ ველოდებით. გვეუბნებიან, რომ არ არის ერთოთახიანი ბინები, ასეევე არ გვაძლევენ უფლებას გამოყოფილ თანხაში ჩვენთვის სასურველი ბინები შევიძინოთ. მოვითხოვთ, დროულად დაგვაკმაყოფილონ ბინები", - განაცხადებს აქციის მონაწილეებმა.
 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა