|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩვენთან 100 000 მოსახლეზე სამჯერ მეტი საწოლია, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში - ტიკარაძე

ჩვენთან 100 000 მოსახლეზე სამჯერ მეტი საწოლია, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში,  - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარსაძრმ განაცხადა. 

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სექტორი არსებული რესურსის ფარგლებში თავის მაქსიმუმს აკეთებს.

"100 000 სულ მოსახლეზე ჩვენ გვაქვს მობილიზებული დაახლოებით სამჯერ მეტი საწოლი, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებს აქვთ გაკეთებული. იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს და მის ყველა უწყებას შეიძლება ჰქონდეს, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, თუმცა ეს არ არის საკმარისი და სწორედ ამიტომ, არაერთხელ მივმართავთ საზოგადოებას და ვითხოვთ მათგან დახმარებას და მორჩილებას, რადგან ვირუსი გახდეს მეტად მართვადი და არ იყოს კოლაფსი... ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გააკეთებს იმას, რაც არსებული რესურსით შეუძლებელია", - თქვა ტიკარაძემ.

ცნობისთვის,  დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 54 ადამიანი გარდაიცვალა.

ავტორი: ნიუპრესი