|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცხენისა და ვირის ხორცის მოტყუებით რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი ამხილა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სხვადასხვა რეგიონში, დაბალ ფასში იძენდნენ ცხენისა და ვირის ხორცს, რომლის ტრანსპორტირებაც ხდებოდა თბილისში მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე კუსტარული წესით მოწყობილ ე. წ.ბოინში, სადაც ყოველგვარი რეგისტრაციისა და სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე, ახდენდნენ ცხენისა და ვირის ხორცის დარბილება - დამუშავებას და მის შემდგომ რეალიზაციას ბაზრობებზე და სხვადასხვა კვების ობიექტებზე საქონლის ხორცის სახით.

მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბაზრობაზე, ასევე რამდენიმე ობიექტზე ამოღებულია დიდი ოდენობით ხორცი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს ცხენის და ვირის დნმ-ს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე ვადით.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა