|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაანგრევენ თუ არა ქუთაისის ბულვარში მდებარე სანაყინეს -გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს

ქუთაისის მერიამ ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მდებარე სანაყინე "სავანე’’, შესაძლოა, დაანგრიოს. "სავანეს" მფლობელების განმარტებით, მერია კაფისა და მის გვერდით მდებარე საპირფარეშოს დემონტაჟს, მათ ადგილებზე კი ახალი ობიექტის აშენებას გეგმავს.

კაფის შენარჩუნების მიზნით კი, მფლობელებმა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.

პარალელურად, დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. ოჯახმა ობიექტი 1995 წელს, კანონის დაცვით, პრივატიზების შედეგად შეიძინა, 2012 წელს ბულვარის ტერიტორიის ახაზვის შემდეგ კი საკადასტრო რუკებზე დატანილი არ აღმოჩნდა, რის გამოც „სავანის“ მფლობელებმა სასამართლოს მიმართეს. დღეს კი მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ქალაქის ბულვარში არსებული ერთადერთი კაფე უნდა დაანგრიონ თუ არა.

ავტორი: ნიუპრესი