დაბა ჩაქვში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა [VIDEO]
დაბა ჩაქვში, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განმარტებით, მავნებელთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რეგიონს,20 ათასი ლიტრი პრეპარატი და 3 500 ცალი ფერომონი გადმოეცა. გიორგი ხანიშვილის თქმით, მობილიზებულია 6 ერთეული მაღალი გამავლობის სპეცმანქანა შესაწამლი აგრეგატებით.
აქვე აღინიშნა, რომ მავნებლის იდენტიფიცირება და გავრცელების არეალი შტაბის მიერ მონიტორინგის მეშვეობით დადგინდება, რის შემდეგაც გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.
შაბლონური ტექსტი რადიოებისათვის: მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.
ავტორი: ნიუპრესი