დადგა გადამწყვეტი მომენტი, რომ გადაწყდეს უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში - ზელენსკი
დადგა გადამწყვეტი მომენტი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს ხანგრძლივი დისკუსია და გადაწყდეს უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
ზელენსკის თქმით, ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს უკრაინის დახმარების შემდგომ ნაბიჯებზეც ესაუბრა.
"დადგა გადამწყვეტი მომენტი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს ხანგრძლივი დისკუსია და გადაწყდეს უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად ვისაუბრე შემდგომ ქმედით დახმარებაზე და უკრაინელების გმირულ ბრძოლაზე თავისუფალი მომავლისთვის",- წერს ზელენსკი.
უკრაინა მესამე დღეა რუსეთის სამხედრო აგრესიას იგერიებს.
ავტორი: ნიუპრესი