|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაფარე ჯარიმები მარტივად თიბისი ფეიზე

თიბისი ფეიზე ჯარიმების გადახდა ძალიან სწრაფად შეგიძლია, აქ იპოვი ყველა სახელმწიფო ჯარიმას და გადარიცხვასაც სულ რამდენიმე წამში შეასრულებ.

 სერვისების კატეგორიაში არის ცალკე ველი “სახელმწიფო სერვისები”. აქ იპოვი 18 სხვადასხვა მომსახურებას, ესენია ავტობუსის ჯარიმები, პატრულის ჯარიმები, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისები და ა.შ. მონიშნე შესაბამისი სერვისი, შეიყვანე პირადი მონაცემები და დაფარე ჯარიმა სულ რამდენიმე წამში.  

როგორ გადავიხადო პატრულის ჯარიმა თიბისი ფეიზე? 

პატრულის ჯარიმის დაფარვისთვის სამი სხვადასხვა გზა არსებობს: 

  • შეგიძლია გადახდა ქვითრის ნომრით და ავტომობილის სახელმწიფო ნომრით;
  • ასევე შეძლებ, გადაიხადო ქვითრის ნომრითა და ავტომობილის სარეგისტრაციო (ტექ-პასპორტი) ნომრით;
  • დაბოლოს, შეგიძლია გადახდა ქვითრის ნომრითა და დაჯარიმებული პიროვნების პირადი ნომრით. 

როგორც ხედავ, აუცილებელია, რომ პატრულის ჯარიმის გადახდისას შენახული გქონდეს ქვითარი, ვინაიდან სწორედ აქ წერია ყველა საჭირო ინფორმაცია. 

რაც მთავარია, პლატფორმაზე ნებისმიერი გადასახადის დაფარვისას რეგისტრაცია არ დაგჭირდება. თუმცა, თუ თიბისი ფეიზე დარეგისტრირდები, პირადი ინფორმაციის დამახსოვრება შეგიძლია, ასე აღარ დაგჭირდება ყოველ ჯერზე პირადი ნომრის შეყვანა და შენი საქმეც მნიშვნელოვნად გამარტივდება.  

თიბისი ფეი გადახდების პროცესს ბევრად ამარტივებს და სასიამოვნოს ხდის. არც ლოდინი გიწევს და თან სრულებით მშვიდად ხარ, ვინაიდან იცი, რომ პლატფორმა მაქსიმალურად დაცულია და შენ მიერ გადარიცხული თანხაც მომენტალურად აისახება მიმღებთან.



ავტორი: ნიუპრესი