|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს საქართველო მძლავრი საპროტესტო აქციით ხვდება

დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს საქართველო მძლავრი საპროტესტო აქციით ხვდება. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არალეგიტიმნური ხელისუფლების წინააღმდეგ აქციებს ქვეყნის მასშტაბით მათავენ და ახალ არჩევნებს და 50-ზე მეტი პოლიტპატიმრის გატავისუფლებას ითხოვენ. მასშტაბური საპროტესტო აქციის გასამართად დღევანდელი თარიღი სოიმბოლურად შეირჩა. 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებიდან 34 წელი გავიდა. 1991 წლის 31 მარტს მთელ საქართველოში, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უბნებზე მისული 3 326 100 ამომრჩევლიდან 99.08%-მა მხარი დაუჭირა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.

რეფერენდუმის საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება საბჭომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის ორი წლისთავს დაამთხვია. 

საბჭოთა მმართველობამ საქართველოში 70 წელს გასტანა. 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთმა 1921 წლის თებერვალ-მარტში დაიპყრო და მოგვიანებით, 1922 წელს საბჭოთა კავშირში შეიყვანა. დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას საბჭოთა მმართველობა არასდროს უცვნია. 

დღეს არის ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, რომელიც დღეს 86 წლის გახდებოდა. 

 

ავტორი: