დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ზაზა მეტონიძე დაინიშნა
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ზაზა მეტონიძე დაინიშნა - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ დასავლეთ საქართველოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.
ზაზა მეტონიძე საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ ბოლო საკადრო ცვლილებებამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის თანამდებობას იკავებდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად ირაკლი კოძახიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



17:22
16:31
















