|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დასავლეთ საქართველოში ფალსიფიცირებული ქიმიკატების რეალიზაციის ფაქტი არ გამოვლენილა [VIDEO]

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს პესტიციდებისა და სასუქების სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჯერად სააგენტოს სპეციალისტებმა მონიტორინგი ჩაატარეს დასავლეთ საქართველოში, სადაც ფალსიფიცირებული ქიმიკატების რეალიზაციის არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა.

"მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია 348 ნიმუშის, მათ შორის, 300 პესტიციდისა და 48 აგროქიმიკატის ნიმუშის აღება. დღეის მდგომარეობით, 115 სარეალიზაციო ობიექტიდან აღებულია და ლაბორატორიულად გამოკვლეულია 285 ნიმუში. მარკირების წესის დარღვევის, ვადაგასული და დაბალი ხარისხის პრეპარატებით ვაჭრობისა და ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის დაჯარიმებულია 30 ბიზნესოპერატორი"-აცხადებენ სააგენტოში.

 

 

ავტორი: ნიუპრესი