დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +37 გრადუსი დაფიქსირდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30-31 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხოლო 1-2 სექტემბერს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30-31 აგვისტოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 1-2 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 30-31 აგვისტოს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 1-2 სექტემბერს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +37გრადუსი დაფიქსირდება.
<img class="xz74otr" src="https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t4f/1/16/1f326.png" alt="
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა