ქუთაისში დათბება - უახლოესი დღეების მოსალოდნელი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო 3 დეკემბერის ჩათვლით საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 30 ნოემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება.
1-3 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსამდე დათბება.
30 ნოემბერს, სითბოს ფონზე, დასავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდი იქნება. 1-3 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში, (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 30 ნოემბერს გაწვიმება, ხოლო 1-3 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 30 ნოემბერს გაწვიმება, ხოლო 1-3 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ფოტო: ანუკა ლიპარიშვილი
ავტორი: ნიუპრესი