|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დატბორილია ქუჩები, სარდაფები და პირველი სართულები - ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი და რამდენიმე ქუჩა. ტრადიციულად რთული მდგომარეობა   წერეთლის და ფოთის ქუჩებზე შეიქმნა. 

დატბორილია ასევე ავტომშენებლის და აღმაშენებლის ქუჩები. წყალმა დაფარა  მოსახლეობის ეზოები, სარდაფები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი.

მობილიზებულია მერიის შესაბამისი სმსახურები, ,,სპეც.სერვისები" და სამაშველო ბრიგადები, რომლებიც მოსახლეობას საჭირო დახმარებას უწევენ.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა