|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით ერემეიშვილი ქუთაისის მერის პოსტზე მუშაობას ოფიციალურად შეუდგა

დღეიდან დავით ერემეიშვილი ქუთაისის მერის პოსტზე მუშაობას ოფიციალურად შეუდგა.

„დღეიდან ოფიციალურად შევუდექი ქუთაისის მერის უფლებამოსილებისა და უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობის განხორციელებას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ ქუთაისელს, ასეთი მაღალი ნდობისა და მხარდაჭერისთვის! მჯერა, ჩვენს გუნდთან ერთად შევძლებთ მოსახლეობისთვის მიცემული ყველა პირობის შესრულებას - ქუთაისის წინსვლისა და განვითარებისთვის, ჩვენი თანაქალაქელების საკეთილდღეოდ!", -განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა