დავით ჯანდიერი აცხადებს, რომ სუს-ში დაიბარეს
ადვოკატი, დავით ჯანდიერი აცხადებს, რომ გამოკითხვაზე დაიბარეს.
„18:55 წუთზე მოვიდნენ სუს-ის გამომძიებლები და დამიბარეს გამოკითხვაზე დღეს, 19:00 საათზე. ვუთხარი, რომ თანახმა ვარ მაგისტრ მოსამართლესთან გამოვიკითხო. უბრალოდ შოკში ვარ“, - წერს დავით ჯანდიერი.
ამ ამბავს წინ უძღოდა სამთავრობო POSTV-ის მიერ ინფორმაციის გავრცელება, რომლის თანახმადაც, დავით ჯანდიერი იყო შუამავალი გიორგი ბაჩიაშვილსა და პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს შორის არსებული სავარაუდო გარიგების. POSTV-ის გავრცელებული ინფორმაციით, დავით ჯანდიერი ამ საქმესთან დაკავშირებით ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებთანაც კონტაქტობდა.
POSTV-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მის პროფესიულ საქმიანობაზე ზეგავლენის მცდელობა უწოდა დავით ჯანდიერმა.
ბინძური და შეკვეთილი ქარდია - ცარიელი ტყუილი. არაფერს ემსახურება, გარდა ჩემი დისკრედიტაციისა და პროფესიულ საქმიანობაზე ზეგავლენის მცდელობისა, მათ შორის და უპირველესად ბაჩიაშვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში განხილვის კონტექსტს. სირცხვილია ასეთი დონით ბრძოლა“, - აცხადებს დავით ჯანდიერი.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


17:22
16:31
14:20
















