დავით ხიდაშელის კომპანიას რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია გაუუქმდა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ძალადაკარგულად გამოაცხადა. საქმე ეხება რუსეთში მოქმედი ბიზნესმენის დავით ხიდაშელს და კომპანია "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას".
სააგენტოს ცნობით, კომპანიამ ლიცენზიით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო.
"გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანიაზე შპს ,,ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა’’ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ 2022 წლის 23 მარტის N38/ს ბრძანება ძალადაკარგულად გამოაცხადა, შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გაცემული სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია (№000019) გაუქმდა.
კომპანიის ,,ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა’’ მიერ სალიცენზიო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წლის მაისში იქნა შედგენილი. ლიცენზიების და ნებართვების კანონი, ისევე როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ითვალისწინებს გარკვეულ სამართლებრივ ქმედებებს, თუკი სახეზე არის ვალდებულებების შეუსრულებლობა.
აღნიშნულის საფუძველზე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების პროცესი დაიწყო. წარმოების ფარგლებში, სააგენტომ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები; დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით ჩატარდა ზეპირი მოსმენა, სადაც მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ, წარმოედგინათ მოსაზრებები და არგუმენტები სალიცენზიო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. განხილვის შედეგად, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო", - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაჭის ტყეების დაბრუნების მოთხოვნოთ „რიონის ხეობის დამცვერლების“ პრმანენტული აქციები გარემოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან იმართებოდა.
ავტორი: ნიუპრესი