|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავითის პატივისცემა მისი მემკვიდრეობის შენარჩუნებაა - გიგა შუშანია ჩინოვნიკებს მიმართავს

დავით აღმაშენებლის პატივისცემა არა სანთლებით ხელში კამერების წინ პოზიორობა, არამედ მისი მემკვიდრეობის შენარჩუნებაა, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია და ხელისუფლების წარმომადგენლებს გელათში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო ადანაშაულებს. 

მისი თქმით, ვიცე პრემიერისა და რეგიონული მგანვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქირიშვილის კურატორობით და ქართული ოცნების ჩინოვნიკების მონაწილეობით 7 მილიონ ნახევარზე მეტი თანხა გაიფლანგა. 

"სწორედ მათი ხელისუფლების პერიოდში არის გელათი ისევ საფრთხეში. ის გელათი, რომელმაც ასწლეულების განმავლობაში გაუძლო დამპყრობლების შემოსევას, მოვიდა დღემდე და სწორედ "ქართული ოცნების" ჩინოვნიკები გაუმაძღრობის და დაუდევრობის გამო აღმოჩნდა ამ დღეში. იმის გამო, რომ მაია ცქიტრიშვილის კურატორობის, ქართული ოცნების ჩინოვნიკების მონაწილეობით გაიფლანგა შვიდი მინილიონი ლარი, რაც რეაბილირაციისათვის იყო განკუთვნილი", -აცხადებს გიგა შუშანია. 

 ის აქტიურობისაკენ საზოგადოებასაც მოუწოდებს და აცხადებს, რომ ახლა დუმილი დანაშაულის ტოლფასია. 

 შეგახსენებთ, უხარისხოდ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ გელათის ტაძარში წვიმის წყალი ჩავიდა, რის შემდეგაც დროებითი გადახურვა მოეწყო. თუმცა ვერც მან დაიცვა ტაძარი. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გადაწყვეტილებით,  ხელშეკრულებები  შეუწყდათ კომპანიებს - "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი" და "იკორთა 2007", ისინი  12 000-12 000 ლარით დაჯარიმდნენ. სამუშაოების შესრულებას ახალი კომპანია "ბაგინეთი +" შეუდგა. სპეციალისტების ცნობით, ჩამოთვლილ კომპანიასთან ერთი იგივე ადამიანები არიან დაკავშირებული, რის გამოც საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვას ითხოვენ. 

 

ავტორი: ნიუპრესი