|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სპორტული ინფრასქტუქტურა დეპუტატებმა დაათვალიერეს

“ქუთაისში სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა. სპორტის ყველა სახეობას თავისი დარბაზი აქვს  - ამის შესახებ  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი მეძმარიაშვილმა განაცხადა გასვლითი საკომიტეტო შეხვედრების ფარგლებში, რა დროსაც ქუთაისში არსებული სპორტული კომპლექსები, რაგბის და ფეხბურთის მოედნები, მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სპორტული სკოლა და ოლიმპიური საცურაო აუზი დაათვალიერეს. 

“ქუთაისში სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა. სპორტის ყველა სახეობას თავისი დარბაზი აქვს, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კომიტეტის წევრებმა ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი განვიხილეთ, რომელზეც მსჯელობა სამინისტროსთან და სპორტულ ფედერაციებთან გაგრძელდება. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას",- განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.

 

ავტორი: ნიუპრესი