დიტო სამხარაძემ თანამდებობები შემოგვთავაზა - "ქართული ოცნებიდან" გარიცხულები
"ქართული ოცნების" ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის ინფორმაციით, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან ფარული ურთიერთობის გამო პარტიიდან რამდენიმე წევრი გარიცხეს.
"ოცნებიდან" გარიცხულები აცხადებენ, რომ მათ დღეს აქცია ჰქონდათ დაანონსებული ზესტაფონის მერის კორუფციულ გარიგებების გასაპროტესტებლად და პარტიიდან გარიცხვა სწორედ ამის გამო მოხდა.
მაია კახნიაშვილი და ლევან ჭანტურიძე ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნების" რეგიონებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დიტო სამხარაძემ მათ თანამდებობები შესთავაზა იმის სანაცვლოდ, რომ აქციას აღარ გამართავდნენ. უარის მიღების შემდეგ ისინი პარტიიდან გარიცხეს.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ზესტაფონში ერთმანეთს მერისა და დეპუტატის დაჯგუფებები დაუპირისპირდნენ.
ავტორი: ნიუპრესი