დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის წამალს ამ ეტაპზე არ შემოიტანენ - მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის წამალს ამ ეტაპზე არ შემოიტანენ, - აღნიშნულის შესახებ მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა მას შემდეგ, რაც დაავადებული ბავშვების მშობლებმა მრავალდღიანი აქციების შემდეგ ღამე მთვარობის ადმინისტრაციასთან გაათენეს.
"დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ წამლები, რომლებსაც აქვს პრეტენზია, დაავადების მიმდინარეობის ისეთ შენელებაზე, რითიც ეტლის საჭიროების ასაკი, შეიძლება, 1-დან 3 წლამდე გადავადდეს" - განაცხადა სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძის მტკიცებით, ისინი მუშაობენ პაციენტთა ნაწილთან და აპირებენ მათ დახმარებას.
"მომზადებულია ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც ზოგიერთი იშვიათი დაავადების მქონე პაციენტებს, მათ შორის DMD-ის მქონე პაციენტებს, გაუფართოვდებათ ამბულატორიული, სტაციონარული და კვლევითი მომსახურება“ - აღნიშნა მან.
ავტორი:



21:51
15:17
15:16
14:26
















