|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეიდან არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი

ერთი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ნალექი, დროგამოშვებით წვიმა-ელჭექით.

 სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს დღის მეორე ნახევრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით.

 დღისით ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

აჭარის სანაპირო რაიონებში კი სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში +31+36 გრადუსამდეა მოსალოდნელი, მთაში +30+32 გრადუსი, მაღალ მთაში +20+25 გრადუსი.

13 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, პარალელურ რეჟიმში მოსალოდნელია ტემპერატურის კლება. დაბლობ რაიონებში, ისევე როგორც მთიან რაიონებში ტემპერატურა +27+29 გრადუსი, სანაპირო რაიონებში კი ტემპერატურა +26 გრადუსამდე დაიკლებს

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა